Francais (Fr)
Home Ento multi langage Ento in your languages ქართული

ქართული

ENTO - ევროპული ტრეინინგ ორგანიზაციების ქსელი
ENTO არის ტრეინინგ ორგანიზაციების ევროპული ქსელი, რომელიც ევროსაბჭოს
წევრი თითქმის ყველა ქვეყნიდან აერთიანებს ადგილობრივი ხელისუფლების
ორგანოებისთვის ტრეინინგის მიმწოდებლებს. ENTO ჩამოყალიბდა როგორც ევროპის
საბჭოს შვილობილი ორგანიზაცია, ხოლო 1995 წლიდან, საფრანგეთში რეგისტრაციის
გავლის შემდეგ, იგი დამოუკიდებელი გახდა.
ENTO არაკომერციული, არასამთვრობო ორგანიზაციაა. ის ფინანსდება საწევრო
გადასახადებით და ზოგიერთი წევრი ორგანიზაციის სპონსორობით. ორგანიზაციას
ფინანსურად ეხმარება ევროპის საბჭოც. ადამიანური რესურსებით, აღჭურვილობით
ქსელს ეხმარებიან წევრი ორგანიზაციები. ქსელის ადმინისტრირება ხდება
სტრასბურგში სადაც მდებარეობს ENTO-ს სათაო ოფისი.

ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატია თანამედროვე დემოკრატიული
საზოგადოების ქვაკუთხედია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის ბევრმა
ქვეყანამ განახორციელა თვიმმართველობის სრული რეფორმა.
დემოკრატია ეყრდნობა არამხოლოდ დემოკრატიულ ფასეულობებს, არამედ საჯარო
მოხელეთა ეფექტურ მუშაობასაც. შესაბამისად, ENTO-ს მისიაა ხელი შეუწყოს
დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას არჩევითი და
აღმასრულებელი რგოლის ადგილობრივ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით,
რათა მათ შეძლონ სწრაფად ცვალებად გარემოში კომპეტენტურად შეასრულონ
საკუთარი მოვალეობები.
ENTO იღწვის თავის მისიისთვის პროფესიული დებატების, ინფორმაციის და
გამოცდილების გაცვლის გზით იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია
ადგილობრივი თვიმმართველობისთვის და მათთვის მომუშავე ტრეინინგ
ორგანიზაციებისთვის. გარდა ამისა, ENTO მიისწრაფვის საკუთარი წვლილი შეიტანოს
ევროპის საბჭოს და ევროკავშირის საქმეში მიაღწიონ უფრო მაღალ სტანდარტებს
სახელმწიფო მართვის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ENTO-ს ჩართვას
ამ ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
დახმარების პროგრამებში. ამ რეგიონებში ტრენინგ ცენტრებთან თანამშრომლობა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ENTO-ს მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა.
არსი
მისია და მიზნები
ENTO-ს წევრი ორგანიზაციები » Click here to download the Ento Members Directory 2009
http://www.entonet.org
ისევე როგორც სხვა ქსელებს, ENTO-ს მრავალფეროვანი წევრები ჰყავს. ზოგიერთ
ორგანიზაციას მრავალწლიანი ტრეინინგ გამოცდილება აქვს, სხვა წევრები კი
შედარებით ახლად დაარსებული ორგანიზაციები არიან. ENTO-ს წევრები მუშაობენ
სხვადასხვა ნაციონალურ თუ სამართლებრივ სისტემებში და სხვადასხვა
სპეციალიზაცია გააჩნიათ. ENTO წევრობის მთავარი სარგებელი სწორედ ამ
მრავალფეროვნებიდან მომდინარეობს, კერძოდ, ქსელი იძლევა საშუალებას მისმა
წევრებმა:
 მოიპოვონ ინფორმაცია და დაუკავშირდნენ სხვა ორგანიზაციებს თუ ადამიანებს
მათ ქვეყანაში;
 გაცვალონ იდეები და გამოცდილება მათ სფეროში მომუშავე სხვა
ორგანიზაციებთან თუ ექსპერტებთან;
 დაუკავშირდნენ ტრენინგის, განვითარების, კვლევის, სახელმწიფოს მართვის და
ტრენინგ რესურსების განვითარების სფეროში მომუშავე ექსპერტებს;
 გაცვალონ ტრენინგის და სასწავლო მასალები თუ რესურსები;
 მოიპოვონ წევრების დახმარება საკუთარი საქმიანობის განხორციელებისთვის;
 ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობის განვითარებას ფინანსირების
მოსაპოვებლად;
 დაესწრონ ევროპის საბჭოს და ევროკავშირის პროგრამების და პროექტების
ფარგლებში განხორციელებულ სემინარებს, მისიებს და სხვა ღონისძიებებს;
 ტრენინგ ორგანიზაციების და თვიმმართველობის ორგანოების
წარმომადგენლებისთვის მონაწილეობის საშუალებას სასწავლო და გაცვლით
ტურებში სხვა ქვეყნებში მოღვაწე ENTO-ს წევრებთან.
ENTO-ს წევრობა ღიაა ნებისმიერი ევროპული ორგანიზაციისთვის, რომლის ძირითადი
მიმართულებაა ადგილობრივი თვიმმართველობის დეპუტატების და აღმასრულებელი
ხელისუფლების აპარატის თანამშრომელთა ტრენინგი.
ENTO-ს ჩვეულებრივი და ასოცირებული ტიპის წევრები ჰყავს :
ჩვეულებრივ წევრებს აქვთ ხმის უფლება და ასეთი სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საჯარო ან
არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასოცირებულ წევრებს აქვთ მარტო საკონსულტაციო უფლება და ხმის
მიცემა არ შეუძლიათ. ახალი წევრის მიღების საკითხს წყვეტს სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე
ბიურო.
როგორ შეიძლება გახდეთ ENTO-ს წევრი » Download the Application Form
http://www.entonet.org
ასოციაციის ყველა წევრის შეხვედრას წარმოადგენს გენერალური ასამბლეა. გენერალურ ასამბლეას
წელიწადში ერთხელ იწვევს ქსელის პრეზიდენტი. გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს გენერალური
ასამბლეის რიგგარეშე შეხვედრაც, თუ ეს მოითხოვა ბიურომ ან ჩვეულებრივ წევრთა ერთმა მესამედმა.
გენერალური ასამბლეა ასოციაციის საქმიანობის ზოგად მიმართულებებს განსაზღვრავს. ის ამტკიცებს
პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს, ისევე როგორც ხაზინადარის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშს. გარდა
ამისა ის იხილავს და ამტკიცებს ასოციაციის ანგარიშებს და ახალი წლის ბიუჯეტს.
ENTO-ს მენეჯმენტზე პასუხისმგებელია ბიურო. ბიურო შედგება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი
ცხრა წევრისგან.
ადგილობრივ და რეგიონალურ თვიმმართველობის ორგანოების კონგრესს საკუთარი წარმომადგენელი
ჰყავს ბიუროში. ბიუროს წევრები ორი წლის პერიოდით აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. შემდგომ
ბიურო, საკუთარი წევრებიდან ირჩევს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და ხაზინადარს.
ბ-ნი ბორის ბაკოტა
ხორვატიის ადგილობრივი თვიმმართველობის
ინსტიტუტი
ხორვატია
ბ-ნი გერტ ფიგუ
გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გერმანია
ბ-ნი რაფაელ გარერი
ინოვაციის და ტერიტორიების განყოფილება, ბრეშას
პროვინცია
იტალია
ბ-ნი ბორის პერილი რუსეთის ადგილობრივ მოხელეთა ტრენინგ ქსელი რუსეთი
ბ-ნი გიორგი მესხიძე საერთაშორისო ასოციაცია ”კივიტას გეორგიკა” საქართველო
ქ-ნი იანა ვოლდანოვა საჯარო მოხელეთა ტრენინგ ცენტრი ჩეხეთი
ბ-ნი მირეკ ვაროვიცკი ადგილობრივი დემოკრატის ხელშემწყობი სააგენტო პოლონეთი
შეხვედრაზე, რომელიც შედგა გენერალური ასამბლეის ყოველწლიური შეხვედრის (2009 წლის ნოემბერი)
შემდეგ, ბიურომ აირჩია: ბ-ნი რაფაელ გარერი პრეზიდენტად, ბ-ნი ბორის ბაკოტა ვიცე პრეზიდენტად და
ბ-ნი გერტ ფიგუ ხაზინადარად.
Mr Raffaele GARERI | ENTO-ს პრეზიდენტი
Provincia di Brescia
Via Cefalonia, 70
25124 Brescia
Italia
Email Cette adresse email est protégée contre les robots des spammeurs, vous devez activer Javascript pour la voir.
Phone +39 030 3748 530
Fax +39 030 3749 679
Europa Networking | ENTO-ს კოორდინატორი
Via Zelasco, 1
24122 – Bergamo
Italy
The service is available Monday-Friday (GMT+1)
9:00 a.m. – 12:00 (noon) and 2:00 p.m. – 6:00 p.m.
Email Cette adresse email est protégée contre les robots des spammeurs, vous devez activer Javascript pour la voir.
Skype: europanetworking
Phone (+39) 035 0141499
Fax (+39) 02 400 47 613
ორგანიზაციის სტრუქტურა
საკონტაქტო ინფორმაცია